19-10-2018
პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ძალადობასა და არეულობას სტაბილური განვითარება უნდა ვარჩიოთ.
ეს განცხადება მან აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
“სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი ნამდვილად იქნება. ზოგიერთი კანდიდატისა თუ პარტიული ძალის მცდელობა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, დაპირიპირება, შანტაჟი და შიში გამოიწვიოს, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვებრძოდით და გვტკიოდა უნდა დასრულდეს.
ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია, სიბნელეს უნდა ვარჩიოთ ნათელი სახე, ოკუპანტის ერთგულ მსახურს, როგორებიც ზოგიერთი ოპონენტები არიან, უნდა ვარჩიოთ ეროვნული ღირებულებებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, ისეთი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია. ძალადობას და არეულობას უნდა ვარჩიოთ სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.