გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე: ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უპრეცედენტო ღალატის აქტი ჩაიდინეს, როცა საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს

28-06-2024

„რამდენიმე თვის უკან, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო და საუბარი, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ჭორი იყო, დღეს დადასტურდა, რომ ჩვენი ოპოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და ისინი ხელს უშლიდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ორგანიზაციაა, რომელიც არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ახორციელებს.


„ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უპრეცედენტო ღალატის აქტი ჩაიდინეს, როცა საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, მათი ინიციატივა რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა, რაც ევროპელი პოლიტიკოსების დამსახურებაა, მაგრამ თვითონ ფაქტი ტრაგიკულია და ოპოზიციის სახე დაკარგულ სახეს აჩვენებს! რამდენიმე თვის უკან, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებდნენ რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო და საუბარი რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ჭორი იყო, დღეს დადასტურდა, რომ ჩვენი ოპოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და ისინი ხელს უშლიდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.


ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უღალატა არა სახელმწიფოს, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, სირცხვილია ხმა მისცე პარტიას, რომელიც ღიად ებრძვის საქართველოს. ნაციონალური მოძრაობისგან მსგავსი ნაბიჯი არ მიკვირს, რადგან მათ ხელი მოაწერეს ტალიავინის დასკვნას, რომელიც საქართველოს წამგებიან პოზიციაში აყენებდა, სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღალატი, რომელიც მათ შერჩათ და პასუხი არ აგეს. დაუშვებელია მორიგი ღალატის მხოლოდ აღშფოთებით გაპროტესტება, ნაციონალური მოძრაობა, ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ორგანიზაციაა, რომელიც არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებას ახორციელებს“, - წერს დავით ჩიხელიძე.