გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„m&i Tbilisi 2024“ საქართველო საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს

2-07-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ ტარდება.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. ფორუმს დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.


საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.


„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ „m&I”-ის ფორუმს. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან „m&I”-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ მთელი ევროპიდან საქართველოში. ფორუმის მონაწილეებმა გაიცნეს საქართველოს ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურას. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს, სასურველ მიმართულებად“,-აცხადებს „m&I”-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.


„მე დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრს წარმოვადგენ, რომელიც ლონდონის უდიდესი ღონისძიებების ადგილია ვესტმისტერში. m&I ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს. ორგანიზატორებმა აირჩიეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება, ძალიან მომეწონა რაც ვნახე, ეს არის მშვენიერი ტურისტული მიმართულება, საოცარი სასტუმროები, პირველი დღის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა, იყვნენ ძალიან კარგი მყიდველები, ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ველოდებით“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე მარკ გრინი დიდი ბრიტანეთიდან.


“ძალიან მოხარული ვარ, რომ „m&I”-ის ფორუმი საქართველოში ტარდება. გასულ წელს მქონდა პატივი შევხვედროდი ორგანიზატორებს, ჩვენ განვიხილავდით ფორუმის საქართველოში ჩატარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ფორუმი აქ იმართება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა დედაქალაქი, ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით პარტნიორებს, განვიხილავთ გეგმებს. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც პატარა, ასევე დიდ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ლამაზი ქვეყანა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენებია“,-განაცხადა ფორუმის მონაწილემ ზუზანა ბარტა ნაგიმ უნგრეთიდან.


ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.


ფორუმში მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.


m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.


m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.


m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.


„m&i-ის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის სფეროში. პირველად, რამდენიმე წლის წინ როდესაც ამ ფორუმს ვესწრებოდით არ გვჯეროდა, რომ მალე საქართველო ამ ფორუმის მასპინძელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის ფორუმის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ევროპელი სტუმრების მიღების კუთხითაც. დიდი იმედი მაქვს საქართველო უმასპინძლებს ძალიან ბევრ სტუმარს ევროპიდან“,-განაცხადა სასტუმრო ბილტმორი თბილისის წარმომადგენელმა მარიამ ქუთათელაძემ.


„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ m&i-ის მასშტაბურ ფორუმს, საქართველო პირველად მასპინძლობს ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“, აცხადებს სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.


ფორუმის მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე არსებულ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.