გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საპროტესტო აქცია ახალქალაქში

7-12-2017

ადმინისტრაციული შენობის წინ, საპროტესტო აქცია იმართება. 
ახალგაზრდები პოლიციის ქმედებებს და მათ მხრიდან შევიწროვებას აპროტესტებენ. 

ინფორმაციას ადგილობრივი ონლაინგამოცემა jnews.ge ავრცელებს. 

ადგილობრივების თქმით, სამართალდამცველები უმიზეზოდ, ყოველი შემთხვევის შემდეგ აკითხავენ და ნარკოტიკულ საშუალებებზეც ხშირად ამოწმებენ. 

ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა. ახალქალაქში მცხოვრები 25 წლის კიმ კუგოიანი სამცხე–ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებს ზეწოლაში სდებს ბრალს. კუგოიანი ირწმუნება, რომ სამართალდამცველები მას ქვეყნის დატოვებას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმის "შეკერვითა" და დაჭერით ემუქრებიან.

აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათი პრეტენზიები მოისმინა მუნიციპალიტეტის მერმა იური უნანიანმა. 

მიმდინარე მოვლენებს აკვირდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამცხე–ჯავახეთში.

წყარო: "მეცხრე არხი"