გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე NGO-ს მიერ ჩატარებულ სოცგამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე: გამოვიდეს თავად ის „ენჯეო“, დაენახოს საზოგადოებას და აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ

5-07-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების რეიტინგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გამოვიდეს თავად ის „ენჯეო“ (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას - ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს.


„უკვე რამდენიმე დღეა საჯარო სივრცეში „დაგულაობს“ ინფორმაცია ინკოგნიტო NGO-ს მიერ ჩატარებულ სოც-გამოკითხვაზე და პარტიების რეიტინგებზე, რომელსაც როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე , ყველა სათავისოდ კითხულობს გამოვიდეს თავად ის ენჯეო (თუ ენჯეოები), დაენახოს საზოგადოებას და თქვას - ეს მე ვარ, ფული ამან და ამან გადაგვიხადა და გამოკითხვის შედეგები არის ესა და ეს. მოკლედ, დადონ დოკუმენტი აჩვენონ გამჭვირვალობის მაგალითი, სხვებისგან რომ ასე გაშმაგებით ითხოვენ,” - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.