გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

5-07-2024

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ყრუ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.  4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირში გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატალევოვსკიმ და ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.

 

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის,   ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.

 

„ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის. ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ როგორც ინფორმირების, ისე სათანადო სერვისების მიწოდებისა და ადაპტირების მიზნით. ყრუთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში ვახორციელებთ. ამ მხარდაჭერისთვის ყრუთა კავშირს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ IFES-ს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათი ხელშეწყობით გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განვახორციელოთ საინფორმაციო კამპანია“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

 

ყრუთა კავშირში ასევე გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

 

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ტარდება, ასევე ვრცელდება არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. შეხვედრები უკვე ჩატარდა ყრუთა კავშირის რეგიონულ ოფისებში მარნეულში, რუსთავსა და გორში. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში და ბათუმში.