გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ჩიხელიძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს

5-07-2024

ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, „ქართული ოცნებას“ მოღალატე უწოდოს! - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ღალატის ტოლფასია.


ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით და მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს.


„ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, ქართული ოცნებას მოღალატე უწოდოს! თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის რომ ქართულმა ოცნებამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ბოკუჩავას განცხადება უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რამდენიმე წლის უკან ნაციონალურმა მოძრაობამ (2009) ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა ე.წ. ტალიავინის დასკვნას სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი: „საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე 2008 წლის 7-8 აგვისტოს“ უცხოურ პრესაში კი იწერებოდა, რომ აღნიშნული დასკვნა „თბილისს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ვიდრე მოსკოვს“ ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოსთვის საზიანო დასკვნაზე ხელმოწერა სახელმწიფოს გამარჯვებად წარმოაჩინა.


ახლა კი მმართველ გუნდსაც იმავეს მოუწოდებს, მოღალატეები ხართ რადგან მხარი არ დაუჭირეთ დასკვნას, რომელშიც წერია რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებისთვის ყველაფერს აკეთებსო. ხვდებით როგორ უპრინციპო ძალასთან გვაქვს საქმე? მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით და მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს!,“- წერს დავით ჩიხელიძე.