გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრობის“ ახალი სახეები იქნებიან ნაც-იდეებით გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც ახალ-ნაცებს არქმევენ. მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს, ისედაც ნაცები იყვნენ და ახლა, ოფიციალურად დაირქვეს სახელი

8-07-2024

როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, „ნაციონალური მოძრობის“ ახალი სახეები იქნებიან ნაც-იდეებით გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც ახალ-ნაცებს არქმევენ. საერთოდ მე მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს, ისედაც ნაცები იყვნენ და ახლა, როცა ოფიციალურად დაირქვეს სახელი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის ახალ სახეებზე, რომელთა შორის არიან გია ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი, ზაზა ბიბილაშვილი, ლაშა ბაქრაძე და თამარ კორძაია.


ნიკოლეიშვილის თქმით, ვერც ახალ და ვერც ძველ ნაცებს წარმატებას ვერ უსურვებს, თუნდაც იქიდან გამომდინარე თუ როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორ მიართვეს ხონჩით საქართველოს 20% პროცენტი ოკუპანტს და როგორ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს.


„როგორც ტვ პირველი იუწყება, ნაციონალური მოძრობის ახალი სახეები იქნებიან... ნაც-იდეებით გაჟღენთილი ძველი სახეები, რომლებსაც ახალ-ნაცებს არქმევენ. საერთოდ მე მივესალმები ასეთ გამჟღავნებულ საქმეებს, ისედაც ნაცები იყვნენ და ახლა, როცა ოფიციალურად დაირქვეს სახელი. რაც მალე გამოტყდებიან თავიან ნაცობაში უკეთესია. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე მათ ვერც ახალ და ვერც ძველ ნაცებს წარმატებას ვერ ვუსურვებ, თუნდაც იქიდან გამომდინარე თუ როგორ მართავდნენ ქვეყანას, როგორ მიართვეს ხონჩით ჩვენი ქვეყნის 20% პროცენტი ოკუპანტს და როგორ გადასცეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს. რაც შეეხება ამ ვითომდა ახალ სახეებს ალბათ პასუხისმგებლობასაც იღებენ ამ პარტიის ძველ და ახალ მავნებლობაზეც“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.