8-07-2024
„ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ ნაგვიდან ამოყვანილ, დაბანილ და დავარცხნილ ტიპებს და ტიპშებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა. იმ მონობისა, რომელშიც კომფორტულად გრძნობენ თავს და ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ამ მონობიდან გამოსვლას, რადგან დაბადებიდან ლაქიაობისთვის არიან შექმნილები,“- წერს „ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ახალი სახეების შესახებ.
ქართველიშვილის თქმით, მათ ალიანსებსა თუ კოალიციებს ის ერთი დადებითი მხარე აქვს, რაც გლდანის ნაგავსაყრელს გააჩნია, როგორც აუცილებელ სპეციალურ ადგილს, სადაც ადამიანური ყოფის ნარჩენები გროვდება.
„ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ ნაგვიდან ამოყვანილ, დაბანილ და დავარცხნილ ტიპებს და ტიპშებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა. იმ მონობისა, რომელშიც კომფორტულად გრძნობენ თავს და ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ამ მონობიდან გამოსვლას, რადგან დაბადებიდან ლაქიაობისთვის არიან შექმნილები. როდესაც ვსაუბრობთ „საბჭოურ მენტალობაზე“, საუბარი არაა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაინცდამაინც კომუნისტურ ეპოქაზე. საუბარია ჩვენში იმ „გენეტიკურად“ არსებულ კოლაბორაციონიზმსა და კომფორმიზმზე, რომელიც ჩვენი წინაპრების გარკვეულ ნაწილს ქართველობასა და ოსმალობა-მონღოლობა-არაბობა-სპარსელობა-რუსობა-დასავლეთელობას შორის მუდმივ პაექრობაში, თავისუფლებასა და მონობას შორის არჩევანში, და ყოველთვის ვასალობის სასარგებლოდ დადებულ ფსონში გამოიხატებოდა. მათ ალიანსებსა თუ კოალიციებს ის ერთი დადებითი მხარე აქვს, რაც გლდანის ნაგავსაყრელს გააჩნია, როგორც აუცილებელ სპეციალურ ადგილს, სადაც ადამიანური ყოფის ნარჩენები გროვდება. ეს პოლიტიკური სანაგვეც აუცილებელია, ოღონდ ერთი პირობით: ხელისუფლებამ მანდ ქექვას და პერიოდულად იქიდან მორიგი „სასარგებლო“ ნაგვის ამოღებას ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა დაანებოს!“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.