გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა

9-07-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობისა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ნაყოფიერ პარტნიორობას, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროს მუდმივი კოორდინატორის ძალისხმევას ქვეყნის საჭიროებებისა და ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერაში, მათ შორის, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეფექტურად განხორციელების მიმართულებით.


მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.