გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პაპუაშვილი: ევროპელი დიპლომატები დღემდე არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეობისგან“ ძალადობის კამპანიას, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

10-07-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება.


პაპუაშვილის თქმით, ევროპელი დიპლომატები დღემდე არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეობისგან“ ძალადობის კამპანიას.


„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც „ნაცები“, ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.


ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეობის“ მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.