გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თსუ სტუდენტები მონრეალში ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობენ

10-07-2024

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუნიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები ბექა შავლიაშვილი და ნანა კოკოჩაშვილი ახალგაზრდა პარლამენტარების რანგში მონრეალში (კანადა) ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებენ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. სესიას ესწრებიან 13 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და 350 დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან.


პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას „ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ორი ქართველი

ახალგაზრდა წელს პირველად იღებს მონაწილეობას ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში. თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტის ბექა შავლიაშვილის თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობით მათ ეძლევათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის ფრანკოფონ სტუდენტებთან კავშირების დამყარებისა და იდეების გაზიარების შესაძლებლობა.