21-10-2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფოთში საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისაღმზრდელებს შეხვდნენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადიგანათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ლეჟავა,ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ხუციშვილი. მარიამ ჯაშმა განათლების სისტემაში არსებულგამოწვევებზე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, დაგეგმილ ცვლილებებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადრება გაამახვილა ახალი სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზე, პედაგოგთა გადამზადებისა და ხელფასების ზრდისსაკითხებზე.
კომიტეტის თავმჯდომარეებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პედაგოგთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. კითხვები ძირითადად უკავშირდებოდა მოსწავლეთა სკოლაში მიღების ასაკს, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებისაღმზრდელ-პედაგოგებად გადამზადებას, ახალი სასკოლო გეგმის შემუშავებასა და მასწალებელთა სტატუსს. შეხვედრაზე დაისვაფოთის სკოლებისთვის მტკივნეული საკითხი, რაც სპორტული მოედნების მოწყობას უკავშირდებ. მარიამ ჯაშის თქმით, აღნიშნული საკითხი 2019 წლის პრიორიტეტებში იქნება გათვალისწინებული.