გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

10-07-2024

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო.


თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.


ხელმძღვანელმა პირებმა ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. მთლიანობაში, სააგენტომ 96 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, SKODA OCTAVIA და MITSUBISHI L200 მიიღო. ახალი ავტომობილები სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები სააგენტოს რეგიონული ცენტრებისა და მუნიციპალური განყოფილებების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდნენ. მათ სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.


თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ, რომლის მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება, ფუნქციონირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.


სააგენტო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობს და მოქალაქეებს 8 რეგიონულ ცენტრსა და 81 მუნიციპალურ განყოფილებაში, გამარტივებული პროცედურებით, მომსახურების მაღალი ხარისხის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.