გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ ჩიბურდანიძე: როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას

15-07-2024

„ლიბერალური ფაშიზმი კლავს, როგორც იდეოლოგიით, ასევე ტყვიით“, - ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმასაც იხსენებს.


ჩიბურდანიძეს თქმით, საარჩევნო ბრძოლა ამერიკაში დაუნდობელი იქნება ამაზე კი, განვითარებული მოვლენები მეტყველებს. ჩიბურდანიძის თქმით, მაშინ როდესაც დემოკრატიის ასეთი დარღვევაა ამერიკაში, მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტია საქართველოზე საუბარი.


„ლიბერალური ფაშიზმი კლავს, როგორც იდეოლოგიით, ასევე ტყვიით და ეს უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ. გუშინ ფიცოს, დღეს კი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა თანამედროვე პოლიტიკის კრახია. დასავლური პოლიტიკა ჩიხშია და ამ ჩიხიდან გამოსვლას არსებული პოლიტიკის მესვეურები ვერ შეძლებენ. როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას.


რესპუბლიკელების მოტივაციას რომ დავუმატოთ ტრამპის მკვლელობის მცდელობით გამოწვეული სიბრაზე, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად დაუნდობელი ბრძოლა იქნება ამერიკაში საარჩევნოდ. დღეს ამერიკა გლობალური პოლიტიკის ცვლილებების ეპიცენტრია. ამერიკის სამაგალითო დემოკრატია ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს: წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მასშტაბური გაყალბების ბრალდება, შემდეგ სასამართლო პროცესები და მეტოქის გზიდან ჩამოცილების მცდელობა, დღეს უკვე ეს შემზარავი ფაქტი.. როდესაც საკუთარი ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის, უფრო მეტიც, დემოკრატიის ასეთ მარცხს ვხედავთ, ჩვენზე ნუ ექნებათ პრეტენზიები. საქართველო ნამდვილად სამაგალითოა დღეს დემოკრატიის პრინციპების დაცვის, სიტყვის და არჩევანის თავისუფლების კუთხით. გადარჩენას ვულოცავთ პრეზიდენტობის კანდიდატს - დონალდ ტრამპს. ამერიკელ ხალხს კი, მშვიდობას და ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარებას ვუსურვებთ“, -წერს ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.