გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: ნეოლიბერალებმა, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთის უმაღლეს ზღვარს მიაღწიეს

15-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ- ის წინასაარჩევნო პერიოდს და განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ექსპერტის თქმით, ბაიდენს ლეგალური გზებით ტრამპის დასჯა არ გამოუვიდა, შესაბამისად დემოკრატებს არჩევნების მოგება დარჩათ, რისთვისაც „ბინძური თამაშები“ სჭირდებათ, მათ შორის პირის ფიზიკური ლიკვიდაცია და ამისთვის, უკვე დაიწყეს პროპაგანდა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოქალაქეებზე.


დავით ქართველიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ- ის ისტორია მდიდარია პრეზიდენტების ფიზიკური ლიკვიდაციის მხრივ, არაა გამორიცხული ტრამპიც მოხვდეს მათ რიგებში. ექსპერტი აქამდე არსებულ, ტრამპზე თავდასხმის არაერთ მცდელობასაც იხსენებს.


„ნეოლიბერალების კლანში, რომლებმაც ფსონი 81 წლის ჯო ბაიდენზე დადეს, პოლიტიკური რევანშის მაძიებელი დონალდ ტრამპის საარჩევნო რბოლიდან გაძევების არაერთი წარუმატებელი მცდელობების ფონზე, სასოწარკვეთამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია. საარჩევნო მარათონის 5 ნოემბრის კულმინაციამდე შვიდ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო ამომრჩევლების განწყობის „ქარი“ აშკარად ტრამპის „იალქნების აფრებს“ ავსებს. „პანიკის დროა“, რადგან „ჯო ბაიდენის კამპანიას უჭირს“, − წერს ცნობილი ამერიკელი ბლოგერი ტაილერ ბურდენი Zero Hedge ინტერნეტ-ბლოგში: „2024 წლის არჩევნები სრული ტემპით მიმდინარეობს და ბაიდენს ნამდვილად უჭირს… ის უკვე უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩამორჩება ტრამპს. ამომრჩევლები გამოთქვამენ შეშფოთებას მისი პოლიტიკის, ლიდერის თვისებების, ასაკისა და კომპეტენციის მიმართ. კოალიცია, რომელმაც ბაიდენი 2020 წელს გამარჯვებამდე მიიყვანა, დაიშალა; „ტრადიციული უპირატესობა, რომლითაც დემოკრატები სარგებლობდნენ აფროამერიკელების, ლათინურამერიკელებისა და აზიელების მხარდაჭერის თვალსაზრისით, შემცირდა იმ დონემდე, რაც ქვეყანას არ ახსოვს მათი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის შემდეგ“.


დემოკრატებისთვის ყველაზე საგანგაშო ტენდენციაა აფროამერიკელების ნაკადის ზრდა რესპუბლიკელთა ბანაკში. თუ 2020 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენმა შავკანიან ამერიკელთა 87%-სგან მიიღო ხმა, ახლა მხარდაჭერა 63%-მდე შემცირდა. თუ იმ წელს სამი ლათინურამერიკელი ამომრჩევლიდან - ორმა აირჩია დემოკრატიული კანდიდატი, ახლა „ლათინოელების“ უმრავლესობა რესპუბლიკელთა მხარეზე გადავიდა. ახლო აღმოსავლეთის ემიგრანტებსა და ერთგულ მუსლიმებს შორის ბაიდენის რეიტინგი შემცირდა მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის იარაღის მიყიდვას, რათა გაეგრძელებინა ღაზას სექტორის „ჰამასის“ მებრძოლებისგან გაწმენდა. ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით რისხვას აწყდება პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოების ყველა ფენაში იმის გამო, რომ მან გააუქმა პრეზიდენტ ტრამპის ყველა აღმასრულებელი ბრძანება უკონტროლო იმიგრაციასთან დაკავშირებით, რითაც ხელი შეუწყო არალეგალური ემიგრანტების შეჭრას სამხრეთ საზღვარზე. ობამა-კლინტონ-ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობა 7-დან 10 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტით იყო შევსებული, რამაც გადატვირთა ქალაქებისა და მთელი შტატების ბიუჯეტები, იძულებული გახადა, რიგითი ამერიკელების სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მთელი რიგი საბიუჯეტო სახსრების შემცირება. ამას არ შეიძლება თავისი გავლენა არ მოეხდინა, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ამომრჩევლის ნდობაზე იმ მოხუცებულის მიმართ, რომელიც რეგულარულად „ესალმება სიცარიელეს“.


შედეგად, ActiVote-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ტრამპსა და ბაიდენს შორის ამომრჩეველთა ლოიალობის ხარისხში სხვაობა იყო უკვე არა ოთხი, არამედ ექვსი პროცენტი (53% 47%-ის წინააღმდეგ). დემოკრატებში არსებული უთანხმოება ასევე ხდება პანიკის გაღვივების კიდევ ერთი ნათელი ილუსტრაცია. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უკიდურესი იმედგაცრუება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მიმართ, დაადასტურა მისმა დამამცირებელმა განაჩენმა საკუთარ ყოფილ ვიცე - პრეზიდენტზე: „ნუ დააკნინებთ ჯოს უნარს, ყველაფერი გააფუჭოს“. „წითლებისთვის“ (რესპუბლიკელები) დამატებით ბონუსად გვევლინება ასევე ტექნოლოგიური რევოლუციების მმართველი (რომელმაც Twitter გაათავისუფლა ლიბერალური ცენზურისგან), ქარიზმატული მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც დიდი ხანია უკვე ღიად გადავიდა ტრამპის მხარეს. იმის გამო, რომ დემოკრატები („ლურჯები“) „ალქაჯებზე“ აზარტული ნადირობით არიან დაკავებულნი, ხოლო მასკი წარმოდგენილი ჰყავთ ერთ-ერთ ძირითად „ალქაჯად“, რომელიც ეჭვმიტანილია ჩინეთისა და რუსეთის მიმართ ფარულ სიმპათიებში, ის პირდაპირ აცხადებს, რომ სურს „წითლების“ ტრიუმფის არა მხოლოდ მოწმე, არამედ მონაწილე იყოს და აწიოს ის „ტალღა“ არჩევნებში, რომელიც ჩამორეცხავს მის დემოკრატ მტრებს.


მოკლედ, Zero Hedge-ის ფრაზას რომ დავესესხოთ, ბაიდენი „შარშია“. ლეგალური საშუალებებით ტრამპის სასამართლო „თხრილში ჩაგდება“ ვერ მოხერხდა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ცალკეული შტატების სასამართლოები არ სარგებლობენ „რომაული სამართლის უფლებამოსილებით“, გამორიცხონ რესპუბლიკელი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რადგან ეს ფედერალური პრეროგატივაა და ამაში ფედერაციის სუბიექტები არ უნდა ჩაერიონ. რა კონტრთამაშის შეთავაზება შეუძლიათ „ლურჯებს“? − მხოლოდ ფსონების აწევა. თუ შეუძლებელია არჩევნების სამართლიანი გზით მოგება, მაშინ ერთადერთი ვარიანტი რჩება − ბინძური თამაში. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მოქალაქეების პროპაგანდა და ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მიაჩვიონ წარმოუდგენლის მიღებას − ნეოლიბერალური „სიღრმისეული სახელმწიფოს“ (deep state) კურთხევით, მიუღებელი „უცხო ადამიანის“ ფიზიკურ ლიკვიდაციას.


საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის სიტყვებს ოჰაიოში გამართულ მიტინგზე, რომ „ის არ დაემსგავსებოდა აშშ-ის პირველ (რესპუბლიკური პარტიიდან) პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს, რომელსაც ესროლა მსახიობმა ჯონ ბუტმა“. ნეოლიბერალური MSNBC-ის ყოფილმა წამყვანმა, კიტ ოლბერმანმა, მაშინ ამას საშინელი კომენტარი მოაყოლა: „ყოველთვის არის იმედი“. დემოკრატმა კონგრეს-ვუმენმა ქეითი პორტერმა (წარმომადგენელთა პალატა), თავის ბლოგში შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ტრამპი მალე წააგებს, ან ციხეში წავა, ან არ ვიცი, ინფარქტი დაარტყამს. მე არ ვიცი, როგორი იქნება მისი დასასრული, მაგრამ ეს დასასრული ნამდვილად ექნება“. კიდევ ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა, დენ გოლდმანმა, „ლეგენდარულ“ ჯენ ფსაკისთან ინტერვიუში, უხეშად და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე განაცხადა, რომ ტრამპი უნდა იქნას „ლიკვიდირებული“.


რომ არა მდიდარი ამერიკული ისტორია, ამ განცხადებებს - უბრალო მუქარების კატეგორიას მივაკუთვნებდით. არასასურველი და არასასიამოვნო ოპონენტის მიმართ რეპრესიების შესახებ საჯარო მოწოდებების უგულებელყოფა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა პოლიტიკური მკვლელობებისა და მკვლელობების მცდელობათა განსაკუთრებულად მდიდარი ქრონიკა, რომელიც ახასიათებს ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ერის ისტორიას.


შთამბეჭდავია სახელმწიფოს პირველი (და მეორე) პირების სია, რომლებმაც დაქირავებულ მკვლელთა ხელით დატოვეს ეს სამყარო. აშშ-ის დამფუძნებელი მამის, ლინკოლნის შემდეგ, მოკლეს აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი ჯეიმს აბრამ გარფილდი, აშშ-ის 25-ე პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი. მისი ძმა რობერტი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ცდილობდა დაეკავებინა თეთრი სახლის მთავარი სავარძელი, ასევე, დემოკრატ გოლდმანის რიტორიკით, „ლიკვიდირებულ იქნა“. მკვლელობების წარუმატებელ მცდელობათა რეესტრში ასევე შეყვანილია: რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, რონალდ რეიგანი, დონალდ ტრამპსაც ჰქონდა შანსი შესულიყო ამ რეესტრში. მაგრამ! 2016 წლის 18 ივნისს, ლას ვეგასში, ნევადაში, მიტინგზე, ბრიტანეთის მოქალაქე მაიკლ სტეფან სენდფორდი, მისივე აღიარებით, ცდილობდა პოლისმენისთვის იარაღის წართმევას ტრამპის მოკვლის მიზნით, თუმცა ეს მცდელობა არ ჩაითვალა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა… „წვრილმან ხულიგნობას“. აღმოჩნდა, რომ სენდფორდი ფსიქიკურად არანორმალური იყო. 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ ის ბრიტანეთში გააძევეს. თუმცა ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ პრეცედენტი არსებობდა, რაც ნიშნავს, რომ ის შესაძლოა ვინმემ კიდევ ერთხელ გაიმეოროს.


2024 წლის მარტში „ვირუსულად“ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორიდის სამართალდამცავები ეძებდნენ ვინმე მაჯიდ ფარაჰანს, „ირანელ ჯაშუშს“, რომელიც აპირებს შური იძიოს ტრამპის გარემოცვის გამოჩენილ ოფიციალურ პირებზე (ვინ იცის, შესაძლოა თავად ყოფილ პრეზიდენტზეც), რომლებიც 2020 წელს მონაწილეობდნენ ლეგენდარული გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში. FBI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარაჰანი პოტენციურ თავდამსხმელთა გადმობირებით იყო დაკავებული. გენიალური კომბინაციაა: ერთი კარგად დამიზნებული გასროლით, შეგიძლიათ გაანადგუროთ საძულველი ბოროტმოქმედი ტრამპი, რითაც უზრუნველყოფთ „მძინარე ჯოს“ ხელახლა არჩევას და ამავდროულად, როგორც ნიუ იორკში „ტყუპების“ კოშკების ძალიან საეჭვო ნგრევის შემდეგ, დამაჯერებელი მიზეზი მიეცემოდა „საერთაშორისო ისლამურ ტერორიზმთან“ ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად. როგორც ჩანს, რესპუბლიკელებისა და მათი მომხრეების ბანაკში (განსაკუთრებით სამხედრო წრეებში), დიდია იმის ალბათობა, რომ ბაიდენის დემოკრატები მზად არიან, ეს სასიკვდილო ცოდვა აიღონ თავის თავზე. როგორც ჩანს, ამ საფრთხემ აიძულა მრავალვარსკვლავიანი პენსიონერ- გენერალთა ჯგუფი, უზენაეს სასამართლოში გაეგზავნა შეკითხვა მთავარსარდლის, ანუ ჯო ბაიდენის ბრძანების ლეგიტიმურობის შესახებ, პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციის თაობაზე.


ამ შეკითხვის ხელმომწერთა შორის არიან ცნობილი პირები: გენერალი უილიამ ჯერალდ ბოიკინი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობდა დაზვერვას ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს და გენერალი კიტ კელოგი − ევროპაში სპეცრაზმის ყოფილი მეთაური. არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ეს პრევენციას ემსახურება და საეჭვოა, რომ ობამა - კლინტონ - ბაიდენის კლანი გადაწყვეტს დონალდ ტრამპის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე (როგორც „საბოლოო არგუმენტი“) ბრძანება გასცენ, თუმცა როგორც ფრანგები ამბობენ, „ბედის ბოლო სიტყვა არასოდეს იცი“ (On ne sait jamais le dernier mot du sort)“, - წერს ქართველიშვილი.