გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვლადიმერ ბოჟაძე: გლობალური ომის პარტიის წინაშე პრეზიდენტი ტრამპიც კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, ყველა ვინც კი მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება ტყვიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს

15-07-2024

„დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.


მისი თქმით, „დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი დაუნდობელია ძალა, რომელსაც არ სურს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა“.


„ლიბერალური ფაშიზმი დასაგმობია და უნდა დასრულდეს. გლობალური ომის პარტიის წინაშე პრეზიდენტი ტრამპიც კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, ყველა ვინც კი მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება ტყვიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, დღეს ამერიკაში, მანამდე ევროპაში, 2024 წლის 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს ესროლეს.


დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორი დაუნდობელია ძალა, რომელსაც არ სურს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც სურს სახელმწიფოებს შორიის კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და დაძაბულობა, საზოგადოების დაყოფა და პოლარიცაზია, ძალა რომელიც ებრძვის ქრისტიანულ ღირებულებებს, ოჯახს და ტრადიციებს. ქართულმა საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარა, მაშინ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა საფრთხე რომ რეალურია ეს დღევანდელმა ფაქტმაც დაადასტურა, ომის პარტიის სამიზნე არის ყველა ვინც იცავს საკუთარი ქცეყნის და ხალხის ინტერესებს. დონალდ ტრამპს მალე გამოჯანრთელებას ვუსურვებ, საქართველოს კი მშვიდობას და სტაბილურობას!“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.