გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ გორდულაძე: ადამიანები, რომლებიც სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობენ, არ აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რა მუხლებით არის ეს ადამიანი ბრალდებული თუ მსჯავრდადებული და რა კატეგორიის მუხლებს ეხება ამნისტია

15-07-2024

„მიხეილ სააკაშვილმა, არაჟნების ხელმწიფემ, არაჟნების კონტეინერით გადმოკვეთა საზღვარი. ცოტა რთულია ალბათ, ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე და მასთან დაკავშირებულ სასჯელებზე, ადამიანურად შეუძლებელია ვისაუბროთ მასზე ემოციის გარეშე. მგონი, სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ დარჩენილა, რომელიც ამ ადამიანს დარღვეული არ აქვს, რომლითაც ბრალდებული ან მსჯავრდადებული არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, "იმედის" ეთერში განაცხადა.


მისი განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ამნისტიის შესახებ საუბრობენ, არ აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მუხლებით არის ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდადებული და ბრალდებული.


როგორც გორდულაძე აღნიშნავს, კონკრეტულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებას, მთავარია დანაშაულის ბუნება და სახელმწიფოს პოლიტიკა კონკრეტული დანაშაულების მიმართ.


"ეს ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობენ, სამწუხაროდ, არ აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რა მუხლებით არის ეს ადამიანი ბრალდებული თუ მსჯავრდებული და რა კატეგორიის მუხლებს ეხება, მაგალითად, კორუფციას და სამოხელეო დანაშაულს, წარმოიდგინეთ, ჩვენ ამნისტიის პროექტში გაგვეთვალისწინებინა ისეთი მუხლები, რომლებიც კორუფციას და სამოხელეო დანაშაულს ეხება, ხომ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები რა ამბავს ატეხდნენ და რას იტყოდნენ და რა სპეკულაციებში გადავარდებოდნენ და ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი არის ასეთ მუხლებით მსჯავრდადებული.


ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა პიროვნულად, კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი მუხლით რომელი ადამიანია მსჯავრდადებული, მთავარია დანაშაულის ბუნება და სახელმწიფო პოლიტიკა ამ დანაშაულებთან დაკავშირებით როგორია. რა თქმა უნდა, უმკაცრესია კორუფციასთან, სამოხელეო დანაშაულთან, სიცოცხლის მოსპობასთან, სქესობრივ დანაშაულებთან," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.