გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლო 10 წელიწადში, ატმის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია

15-07-2024

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია. 21%-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი - 14 ივლისის მონაცემებით, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, 5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის 1.13 აშშ დოლარია.


ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 165 ათას ტონას გადააჭარბა. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.