სამშაბათი, მაისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი ამილახვარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფრასტრუქტურასა და დაცულ ხელნაწერებს გაეცნო

15-07-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ უნიკალურ ხელნაწერებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესს გაეცნო. ამის შესახებ ინფიორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების საგამოფენო სივრცე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და უცხოური ხელნაწერების საცავები და იქ დაცული მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა.


აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები.


კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა. იგი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.