22-10-2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
წყალმომარაგების სექტორში ქალის როლის მნიშვნელობასა და წყლის დაზოგვის აუცილებლობაზე, ამჯერად, ქალაქ ფოთში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა წყალმომარაგების დარგში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს.
კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება - რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კამპანია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა ზუგდიდში, ანაკლიასა და ქუთაისში.