გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგიამ დედოფლისწყაროში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

18-07-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა, სადაც  სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შექმნილი შპს „რონის“  კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.


კომპანია„რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ  ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,200 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. 


საწარმოს  დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება.  კომპანია, ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 ადგილობრივია დასაქმებული.


შპს „რონი“ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიც არის. კომპანიამ 2017 წელს  17 ჰა-ზე გააშენა კაკლის ბაღი, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება 86,900 ლარის ოდენობით მიიღო.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების  მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  29   მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში  გაცემულია  12 მლნ ლარზე მეტი სესხი.


გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  126  მლნ ლარით  თანადაფინანსებულია 270  საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 23  მლნ ლარითაა  თანადაფინანსებული 49  საწარმო.