გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ლენტეხში სამუშაო შეხვედრა გამართა

7-12-2017

სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა. გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად. გუბერნატორმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილა მონიტორინგის შედეგები , რის შემდეგაც მისცა მითითება შესაბამის სამსახურებს დროულად დაიწყონ მუშაობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და გარკვეულ ვადებში წარმოადგინონ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში.