გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

19-07-2024

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 15 კუბური მეტრი წიფელის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. სახერხი საამქრო დალუქულია და, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, გადატანილია ზემო ხოდაშენის საქმიან ეზოში.


„ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სოფელ ომალოში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.