გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მწყემსის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

21-07-2024

საქართველოს პროკურატურამ ხონის მუნიციპალიტეტში, მწყემსის მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედგეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ივლისს დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.