გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბორჯომში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

22-07-2024

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, –ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ბორჯომის პლატო ტურისტულად დატვირთული ტერიტორიაა. აქციაში მონაწილეობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან კახა ცერცვაძესთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.


“ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, რასაც ემატება მაღალი ტემპერატურა. მნიშვნელოვანია საზოგადოების პასუხისმგებლობა, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილების მოწყობისას. ნებისმიერმა დაუდევრობამ შესაძლოა ტყის ხანძრები გამოიწვიოს. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას და არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში” -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.