გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა

22-07-2024

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს 2 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.


„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები - უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს.


დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.


წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით” –აცხადებენ უწყებაში.