გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია, მხედველობაშია მიღებული, რომ არ უნდა გაუარესდეს კრიმინოგენური ვითარება, როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს

22-07-2024

ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია, კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს.


„თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად, დაბალანსებულია ეს კანონპროექტი. კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.