გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: სალომე ზურაბიშვილის ადგილას როგორ გავეკარებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს, იმ სასამართლოს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაუმტკიცა მას კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლა და იმპიჩმენტი გამოუცხადა

22-07-2024

„სალომე ზურაბიშვილის ადგილას როგორ გავეკარებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს, იმ სასამართლოს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაუმტკიცა მას კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლა და იმპიჩმენტი გამოუცხადა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ჟესტით სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა.


ფოჩხუას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი და მისი ლიდერად წამოწევა ფარსი და მანიპულაციაა.


„სალომე ზურაბიშვილის ადგილას როგორ გავეკარებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს, იმ სასამართლოს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაუმტკიცა მას კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლა და იმპიჩმენტი გამოუცხადა.


ამ უცოდინარმა ქალმა ამით ფაქტობრივად აღიარა სასამართლოს ლეგიტიმაცია და ის რომ აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რა, რომ მისნაირმა გაყიდულმა და უსამშობლო ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს. ასე რომ მისი ლიდერად წამოწევა ფარსი და მანიპულაციაა“, - წერს ნინო ფოჩხუა.