გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ჩაკვეტაძე ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ შესაძლო ტერორისტულ აქტზე - მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ!

23-07-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება და ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ჯგუფებს მიმართავს.


როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, სავარაუდო ფიგურანტები ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობდა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება.


„მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით გამოძიებას აწარმოებს. მიმდინარეობს გამოკითხვები. სავარაუდო ფიგურანტები, ჟურნალისტებთან კომენტარებში ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ამ მუხლებით მიმდინარეობდა. გუშინ კი, ან წამოსცდათ, ან აღიარეს, რომ საქმე ეხება ტერორისტული აქტის მომზადებას ქართული ოცნების ლიდერებისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ მალავდნენ გამოკითხული პირები, მათი ადვოკატები და ოპოზიციური მედია ამ გარემოებას? ის, რომ კოლექტიური ნაც. მოძრაობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ეს ფაქტია. ყველაფერზე რომ არიან წამსვლელი, არც ამაში გვეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.