გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენს პატარა ქვეყანას არ შეუძლია, ვინმეს შეუქმნას პრობლემები, ჩვენს პატარა ქვეყანას შეუძლია, იბრძოლოს თავსმოხვეული პრობლემების ასაცილებლად - ეს არის ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ

25-07-2024

2019 წლიდან დაიწყო თავდასხმები ქართულ სახელმწიფოზე, დანერგეს ტერმინი დემოკრატიული უკუსვლა, რაც იყო სტიგმატიზაციისკენ მიმართული ტერმინი და 2019 წლის ბოლოდან ამ ტერმინს იყენებდნენ მუდმივ რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წლის ბოლოს იყო თავდასხმა არჩევნების ლეგიტიმაციაზე, როდესაც აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა.


„რაც შეეხება რიტორიკას, მე შეგახსენებთ, როგორი იყო რიტორიკა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავდასხმები ქართულ სახელმწიფოზე, იგივე 2019 წლიდან, დანერგეს ტერმინი დემოკრატიული უკუსვლა, რაც იყო სტიგმატიზაციისკენ მიმართული ტერმინი და 2019 წლის ბოლოდან ამ ტერმინს იყენებდნენ მუდმივ რეჟიმში. ეს არ არის ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა? 2019 წლის ბოლოდან ხდებოდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება 2020 წლის ბოლოს - გახსოვთ თავდასხმა არჩევნების ლეგიტიმაციაზე. ანუ, აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის, ქვეყნის გარედან, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც პირიქით, დავუმტკიცეთ ჩვენ ყველას, რომ იქით გაგვიყალბეს პარალელური დათვლის შედეგები. თვითონ გაგვიყალბეს და ჩვენ გვაბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას. იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, როცა ჩვენ გვაიძულეს, გავსულიყავით კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ USAID-ს მივუტანეთ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ პივიტი იყო გაყალბებული. შემდეგ USAID-ის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ სამი კვირის თავზე მანაც მიაწოდა ინფორმაცია USAID-ს ამ ე.წ. შეცდომის თაობაზე. USAID-ის შესაბამის პირთან, წარმომადგენელთან, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამი კვირის შემდეგაც, თუმცა, ხუთი კვირა დასჭირდა საბოლოო ჯამში ამ გადახვევის აღიარებას. სად არის მაშინ სიმართლე? იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე? რა თქმა უნდა, იყო", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მორიგი თავდასხმა იყო, როდესაც ხელისუფლება აიძულეს, ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე.


„როდესაც ჩვენ გვაიძულეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რომელიც იყო სრული გადახვევა კონსტიტუციური ჩარჩოდან, გვაიძულეს, ხელი მოგვეწერა შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა ე.წ 43%-იან საარჩევნო ბარიერს. თუ ვერ გადავლახავდით ამ აბსოლუტურად გაუგებარ ბარიერს, უნდა დაგვენიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, და ეს პუნქტი ჩაიდო შეთანხმებაში, სწორედ უცხოელების მოთხოვნით. მას ერქვა შარლ მიშელის შეთანხმება, თუმცა ძირითადი სუბიექტები, ვინც გვაიძულებდა, ამ შეთანხმებაზე ხელი მოგვეწერა, იყო სინამდვილეში ორი ელჩი. ოპოზიციური პარტიები ასრულებდნენ აბსოლუტური შირმის როლს. მოთხოვნებს აყენებდნენ არა ოპოზიციური პარტიები, არამედ, კონკრეტული დიპლომატები. ჩვენ ავიღეთ 47%. რომ აგვეღო 43%-ზე ნაკლები, ეს გამოიწვევდა რიგგარეშე არჩევნებს და სადამდე მივიდოდა ქვეყანა, ამას ყველა ნახავდა, თუმცა საბედნიეროდ, უკრაინიზაცია მოხერხდა და თავიდან ავიცილეთ. მიზანი მთელი ამ პროცესის იყო ქვეყნის უკრაინიზაცია ყველამ იცოდა 2021 წელს, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა და მაშინვე იყო ჩაფიქრებული მეორე ფრონტის იდეა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს პროცესები ავირიდეთ თავიდან. იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, როცა ერთი წელი ქვეყანა ხელოვნური, თავსმოხვეული პრობლემით არ დაამშვიდეს, როცა 2022 წლის ივნისში, აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე აიყვანეს NGO-ები პოლიტიკურ სცენაზე და მოათხოვინეს მთავრობის გადადგომა საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის შექმნა. იყო თუ არა ეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, მის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე? რა თქმა უნდა, ეს იყო თავდასხმა. ასეთ პირობებში, როდესაც ვიღაც რიტორიკაზე გვესაუბრება, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმაც. ჩვენ პატარა ქვეყანას არ შეუძლია, რომ ვინმეს შეუქმნას პრობლემები. ერთადერთი, ჩვენს პატარა ქვეყანას შეუძლია, იბრძოლოს თავსმოხვეული პრობლემების ასაცილებლად. ეს არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ დიდ სახელმწიფოებს შევუქმნათ პრობლემები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.