გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ხალხის ძალა“: იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა

25-07-2024

„იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა. არაფერი, გარდა ერთი მიზნისა, საქართველოს დაუმსახურებელ კრიტიკას არ აქვს - ეს ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება - ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში“-- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.


„ხალხის ძალის“ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ მოსმენას შეეხება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოზე მიტანილი მორიგი იერიში მარტივად, საერთო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.


„მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული მოსმენა საქართველოს შესახებ. აქამდე შეგნებულად არ გვქონდა რეაგირება იმ უსამართლო ბრალდებებზე, რაც მრავლად ისმოდა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, რამეთუ ვაკვირდებოდით ადგილობრივი აგენტურისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის რეაქციას. ოპონენტებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დეტალურად დაიწყეს განხილვა ცალკეული გამოსვლების და ცდილობენ, საზოგადოება ჩაითრიონ კონკრეტული ბრალდებების ანალიზში, რაც თავისთავად თემაში არასწორად შესვლას და მათ წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. არ ვაპირებთ ვახსენოთ რომელიმე პოლიტიკოსი ან შევაფასოთ კონგრესში გაკეთებული რომელიმე კონკრეტული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის ტყუილი და ამის დასაბუთება მარტივად შეგვიძლია. საქართველოზე მიტანილი მორიგი იერიში მარტივად, საერთო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენმა ქვეყანამ და განსაკუთრებით ხელისუფლებამ უმძიმესი ორი წელი გაიარა. ომის დაწყების და მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებმა, საჯარო ზეწოლამ და კულისებს მიღმა კიდევ უფრო მძიმე საუბრებმა და მუქარებმა ბოლოს იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ დაწყებული უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული ელჩების თანაშემწეებით, ყველა დაჟინებით ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი გადავაგორეთ და ქვეყანა სამშვიდობოს არის გასული, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარია. აშშ - ს კონგრესში გამართული მოსმენა სწორედ ამის დასტურია“-აღნიშნულია განცხადებაში.