გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: მადლობა ყველა ევროპელს თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. თუ მაძლევ კრედიტს, ნუ მამუნათებ და ნუ მამადლი

25-07-2024

„დიდი მადლობა ყველა ევროპელს თუკი რაიმეთი ამ ქვეყანას გვერდით დასდგომია, მაგრამ ზედმეტს ნუ დაიბრალებენ და ნურც ჩვენ დაგვაბრალებენ. კრედიტი კრედიტია, გრანტი გრანტია, სადაც კრედიტის სახეც აქვს და დახმარების სახეც აქვს. და საქართველო დღეს დგას იმ დონეზე, რომ ეკონომიკურადაც შეუძლია თავისი პროექტები თავადვე დააფინანსოს“-ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საფრანგეთის ელჩის განცხადებას, სადაც ელჩი საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრობს.


მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო ცალმხრივად არ დგას ამ ურთიერთობებში და ნურავინ წარმოაჩენს ისე, რომ ხელგაწვდილის როლშია.


„ძალიან კარგია გარედან დახმარება, უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხრიდან გვერდში ამოდგომა. მაგრამ თუ მაძლევ კრედიტს, მე ამით დაგეხმარე, ნუ მამუნათებ და ნუ მამადლი. ახლა, რომ გამოვიდეს რომელიმე ბანკი და თქვას, რომ მე დაბალ პროცენტიანი კრედიტი მივეცი აი ამ ჟურნალისტს და ჩემს წინაშე ვალდებულებები აქვს. ვალდებულება გაქვს ფინანსური, მაგრამ მორალურ ვალდებულებებს ზემოდან ნუ დაამატებს კრედიტის გამცემი. მადლობას ჩვენ ვუხდით იმისთვის, რაც გააკეთეს, რაც არ გაუკეთებიათ იმაზე თითის ქნევით მადლობის უკან მისაღებად მე არ გამიგია. რაც გააკეთეს იმაზე გადავუხადოთ მადლობა.


სოფლის მეურნეობაში რა გგონიათ, რამდენი იხარჯება ყოველ წლიურად? მაქსიმუმი არის 10 მილიონი დოლარი. და სახელმწიფო იგივე პროექტებზე ხარჯავს 300-დან 400 მილიონამდე. როგორ უნდათ იცით, რომ 10 მილიონი დოლარი უფრო დიდად გამოჩნდეს, ვიდრე ასეულობით მილიონი. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. იმ 10 მილიონი დოლარისთვის მადლობა გადავუხადოთ, მაგრამ ამასობაში უნდა იცოდეს მოქალაქემ, რომ იგივე პროექტებში და იგივე საქმეში იხარჯება საქართველოს მხრიდან, ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონი.


თავის სახელი დავარქვათ ყველაფერს. მადლობა რაც გაგიკეთებიათ. მაგალითად, ნატო-ს მისიებში ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც რაღაც გაგებით და პირველ რიგში, სისხლი გავიღეთ. ცალმხრივად არ ვართ ამ ურთიერთობებში და ნურავინ გამოიყვანს ისე, რომ ხელგაწვდილის როლში ვართ. ამით ამაყი ვარ, დღეს ამის ლაპარაკი რომ შეგვიძლია.“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.