გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: კახა კალაძე პოლიტიკაში მოსვლით არ გამდიდრებულა, იმსახურებს დღემდე დიდი შრომით მოპოვებული მისივე ქონება მანვე განკარგოს, თან ისე და იმ ოდენობით, როგორც მას უნდა

28-07-2024

„ნოდარ მელაძეს ახალი დავალება მიაწოდეს, ამჯერად კახა კალაძე 200 ათასიან საათს ფლობს და ამას სიუჟეტი მიუძღვენითო. დეზინფორმატორთა გუნდმაც არ დააყოვნა და კახა კალაძესთან ჟურნალისტები აფრინეს კითხვით - ამ ღირებულების საათის მფლობელი რატომ ან საიდან ხართო?“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.


მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ კახა კალაძის დღევანდელი წარმატებული ფინანსური მდგომარეობა მისი საფეხბურთო კარიერისა და სხვადასხვა მიმართულებით ბიზნეს საქმიანობის შედეგია. მისივე თქმით, იმსახურებს დღემდე დიდი შრომით მოპოვებული მისივე ქონება მანვე განკარგოს თან ისე და იმ ოდენობით როგორც მას უნდა.


„ნოდარ მელაძეს ახალი დავალება მიაწოდეს, ამჯერად კახა კალაძე 200 ათასიან საათს ფლობს და ამას სიუჟეტი მიუძღვენითო. დეზინფორმატორთა გუნდმაც არ დააყოვნა და კახა კალაძესთან ჟურნალისტები აფრინეს კითხვით - ამ ღირებულების საათის მფლობელი რატომ ან საიდან ხართო? ყველამ კარგად იცის, რომ კახა კალაძის დღევანდელი წარმატებული ფინანსური მდგომარეობა მისი საფეხბურთო კარიერისა და სხვადასხვა მიმართულებით ბიზნეს საქმიანობის შედეგია. კახა კალაძე პოლიტიკაში მოსვლით არ გამდიდრებულა და მეტიც ის როგორც მერი პირად ხელფასსაც კი არ იღებს, მისი გასამრჯელო პირდაპირ სხვადასხვა საჭიროების ფონდებში ირიცხება. ის პირადი სახსრებით ეხმარება უამრავ ბავშვსა და ოჯახს, ბევრ უბინაო ოჯახს ბინაც კი აჩუქა. ეს კაცი არის კარგი მერი და ქველმოქმედი ადამიანი და ვფიქრობ იმსახურებს დღემდე დიდი შრომით მოპოვებული მისივე ქონება მანვე განკარგოს თან ისე და იმ ოდენობით როგორც მას უნდა. „ტვ პირველი“, ჯერ არ მახსოვს ნოდარ მელაძის გადაცემაში ისეთი სიუჟეტი, თავად არხსა და თქვენ რომ არ გიქმნიდეთ უხერხულობას და იქნებ დაფიქრდეთ, რამდენად გიღირთ ასეთ არაფრისმომცემ თემებზე დაკვეთილი „განგაშის ზარები“, რომელსაც საზოგადოების მხრიდან თქვენი საეჭვო პროფესიული რეპუტაციის გათვალისწინებით თან სდევს საზოგადოების მხრიდან თქვენი ქილიკი და მუდმივი დაცინვა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.