გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზაალ ანჯაფარიძე: კეზერა ტვ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. "სოციოლოგიური გამოკითხვის" ე.წ. "შედეგები" თანხვედრაშია ცოტა ხნით ადრე, სოროსის ფონდის ადგილობრივი ფილიალის მიერ დაფინანსებულ ასეთივე გამოკითხვის შედეგებთან

29-07-2024

აზრი არ აქვს ამ სოციოლოგიური აბრაკადაბრის განხილვას, მაგრამ ვფიქრობ აზრი აქვს საზოგადოების გაფრთხილებას - თქვენით მანიპულირებენ! თქვენ მოგაწერენ ისეთ რამეებს, რაც თქვენი აზრი არ არის, მაგრამ უნდათ თქვენად გაასაღონ შინ თუ გარეთ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "ფორმულას" მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.


მისი განცხადებით, ეს მანიპულაციური "გამოკითხვები" ოპოზიციის სისუსტის ყველაზე კარგი ინდიკატორია, რომლის მსგავსსაც სავარაუდოდ, არჩევნებამდე

კიდევ ვიხილავთ.


"კეზერა ტვ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. "სოციოლოგიური გამოკითხვის" ე.წ. "შედეგები" განსაკუთრებით პარტიების რეიტინგებში, თანხვედრაშია ცოტა ხნით ადრე სოროსის ფონდის ადგილობრივი ფილიალის მიერ დაფინანსებულ ასეთივე გამოკითხვის შედეგებთან, ძლივს რომ გაასაჯაროებინეს ავტორებს. იმედია ხვდებით რატომაც.


აზრი არ აქვს ამ სოციოლოგიური აბრაკადაბრის განხილვას, მაგრამ ვფიქრობ აზრი აქვს საზოგადოების გაფრთხილებას - თქვენით მანიპულირებენ! თქვენ მოგაწერენ ისეთ რამეებს, რაც თქვენი აზრი არ არის, მაგრამ უნდათ თქვენად გაასაღონ შინ თუ გარეთ.


მოკლედ, ეს მანიპულაციური "გამოკითხვები" არის ოპოზიციის სისუსტის ყველაზე კარგი ინდიკატორი. არჩევნებამდე ალბათ კიდევ ვიხილავთ რამდენიმე მსგავს "სოციოლოგიურ" ოპუსს, რომ მერე როდესაც არჩევნებს წააგებენ, იყვირონ აი ჩვენი გამოკითხვებით სხვა სურათი იყოო. ნანახი გვაქვს ეს კინოც, თან არაერთხელ," - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.