გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამტრედიაში დეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

23-10-2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს, - ამის შესახებ „ლიბერალს" სამტრედიის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ განუცხადა.


როგორც მერმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებიდან 4 აკუმულატორი მოიპარეს.


აღსანიშნავია, რომ ლ.ჭ.-მ სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში ერთ-ერთი მოქალაქის სახლის გაქურდვის ფაქტიც აღიარა", - აცხადებენ შსს-ში.


liberali.ge