გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 4 800 000 ლარი გამოიყო

23-10-2018

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხები გამოყო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. დაფინანსება გამოიყო შემდეგი მუნიციპალიტეტებისთვის: დუშეთი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი, თიანეთი და ცაგერი.


„მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არა უმეტეს 3 800 000 ლარი, კერძოდ: დუშეთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 1 000 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 1 000 000 ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 800 000 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 600 000 ლარი, თიანეთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 400 000 ლარი.


გარდა ამისა, 2017 წლის 19-25 დეკემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტს გამოუყოს არა უმეტეს 1 000 000 ლარი“, - ნათქვამია განკარგულებაში.


ipn.ge