გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კინოთეატრი CAVEA გაიხსნა

2-08-2024

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კინოთეატრი CAVEA გაიხსნა. 4 დარბაზიანი სივრცე გრანდ მოლის მე-4 სართულზე მდებარეობს და სტუმრებს  “დედპული და ვულვერინის” პრემიერით შეხვდა.


ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კინოთეატრი ულტრათანამედროვე ხმის აპარატურით, გამოსახულების სისტემით და სუპერკომფორტული სავარძლებით არის აღჭურვილი, ეს ყველაფერი კი, კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს განაპირობებს.


„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა კინოთეატრ CAVEA-სთან გასცდა თბილისის საზღვრებს და უკვე ბათუმში, ახალ ლოკაციაზე ვითარდება. ვთვლით, რომ არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი, ამიტომ ძალიან მარტივად დავაფინანსეთ მის მოსაწყობად საჭირო აქტივები“, - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის, კინომოყვარულებს კავეა გრანდ მოლის ეკრანებზე მსოფლიო პრემიერების ხილვა ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათს შეეძლებათ.