გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

თეთრიწყაროში, სოფელ ჯორჯიაშვილში საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

23-10-2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.


„სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ღოუბანშიც, სადაც არალეგალური ნაგავსაყრელი განთავსებულია დასახლებულ პუნქტთან ახლოს. დასუფთავების სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს მუნიციპალიტეტის დასახლებებს, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას არალეგალური ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემა.


სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბაზისი“ შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულებით 15 999 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


Ipn.ge