გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე შოვის ტრაგედიაზე: ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა

3-08-2024

დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა, ამ ანტისახელმწიფოებრივ ფილმს კი, ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. ქადაგიძე აღნიშნავს იმასაც, რომ შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფილმი ტყუილებს ეფუძნებოდა.


„დღეს შოვის უდიდესი ტრაგედიის წლისთავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანა მომაკვდინებელ სტიქიასთან ერთად, არანაკლებად მომაკვდინებელ დეზინფორმაციის კამპანიას ებრძოდა.


მაგალითად, უცხოური გავლენის აგენტმა, გელა მთივლიშვილმა დაფინანსებით გააკეთა სამარცხვინო ტყუილებზე აგებული ფილმი შოვის ტრაგედიაზე და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა. შემდეგ ამ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ ნაბოდვარს ევროკავშირის აქაურმა წარმომადგენლობამ ჯილდოც კი გადასცა. ამ მარაზმის შემდეგ, რამდენიმე კვირაში კი შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნა დაიდო, სადაც შავით თეთრზე ეწერა რომ არანაირ დაგუბებას ადგილი არ ჰქონია და რომ იმდენად სწრაფად განვითარდა ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რომ მისი თავიდან არიდება წარმოუდგენელი იყო.


მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა დასკვნა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობას არ განუმარტავს, რატომ დააფინანსა და შემდეგ რატომ დააჯილდოვა ტყუილებზე დაფუძნებული სამარცხვინო „ჟურნალისტური გამოძიება”, - წერს ქადაგიძე.