გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

4-5 აგვისტოს, ქ.ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

6-08-2024

4-5 აგვისტოს, ქ.ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართა ევროპის ჩემპიონის, თბილისის ,,დინამოს“ მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კიდევ მრავალი ტიტულის მფლობელის, ღირსების ორდენის კავალერის - ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში. ამის შსახებ ინფორმაციას ონის მერია ვარცელებს.


ტურნირი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ააიპ “ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის” ორგანიზებით გაიმართა.


ტურნირში, მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის, წყალტუბოს, ჭიათურას, ონის, ამბროლაურის და ონი -შოვის გუნდებმა.

ტურნირს მსაჯობდა, ფიბას საერთაშორისო მსაჯი - ავთო კუხიანიძე, ხოლო მატჩის მდივანი იყო ფიბას საერთაშორისო მსაჯი - ანა მაისურაძე.


საფინალო მატჩი ონის და ამბროლაურის გუნდებს შორის გაიმართა, შეხვედრა ონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ასევე, მესამე ადგილი წყალტუბოს გუნდმა დაიკავა. გამარჯვებული გუნდები სამახსოვრო მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.