17-08-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრებმა ტიტულოვან ძიუდოისტს, ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონს, ილია სულამანიძეს, სპორტის სასახლეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ილიასთან ერთად საპატიო სტუმართა შორის საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი იმყოფებოდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ მომავალი გამარჯვებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა თავად ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონისთვის, რომლის გამოჩენასაც დარბაზში გულშემატკივართა მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რევაზ რობაქიძე, ილიას ოჯახის წევრები, მისი პირადი მწვრთნელი, გიორგი ობოლაძე და აგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო საღამო მუნიციპალური თეატრის სცენაზე გაგრძელდა, სადაც ილია სულამანიძის საპატივცემულოდ კონცერტი გაიმართა.