გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა

22-08-2024

„დღეს, როცა ქართული ქრისტიანობის აკვანთან ვართ შეკრებილები, უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც, შინ და გარეთ, შევახსენოთ, რომ ევროპა და ევროკავშირიც ქრისტიანულ ღირებულებებზე აღმოცენდა,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.


როგორც პქრლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ეს ევროპული ღირებულებები არის საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედის, მთავარი ღერძი და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.


„ქვეყნის ისტორიაში იშვიათია მომენტები, როდესაც გადამწყვეტია მთელი ერის და ბერის, ქალის და კაცის, ახალგაზრდის და ასაკოვანის გამოსვლა და საკუთარი სიტყვის თქმა. თანამედროვე ისტორიაში ასეთი დღე, ალბათ, მხოლოდ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო. მესამედი საუკუნის თავზე, 26 ოქტომბერს, ეს მომენტი ჩვენი ერის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დადგება.


და როგორც 1991 წლის 31 მარტს, ახლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ და ვთქვათ:

გვინდა ვმართოთ, თუ გვინდა, რომ გვმართონ?

გვინდა, ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედოთ, თუ სხვების ინტერესებს მივყვეთ?

გვინდა მშვიდობა და აღმშენებლობა, თუ გვინდა ომი და ნგრევა?

გვინდა ღირსეულად გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, თუ გვინდა ჩვენს შვილებს მხოლოდ წიგნებში ასწავლიდნენ, რომ „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“?

გვინდა მამული, ენა, სარწმუნოება, თუ გვინდა, რომ ქართველებს სხვები გვიხსნიდნენ, რას გულისხმობდა ილია?

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერი ჩვენი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია, სადაც ყველამ ვისაც თავზე ქუდი და მანდილი ახურავს, თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით, ევროპისკენ!,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.