გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: არც ერთი ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, მამული, ენა უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი

25-08-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.


„მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით. დიდი მადლობით დავიწყებ იმიტომ, რომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ და არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია დღეს, რომ ამით შეგვიძლია ჩვენ დავიტრაბახოთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და დიდი მადლობა თქვენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად გამოვდივართ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60-პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ქუდზე კაცი, რატომ? და რატომ სჭირდება რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.