25-10-2018
ფოთში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამო სახელოვნებო სასწავლებლის ეზოში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2017-2018 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგები საზეიმო ვითარებაში, ფულადი პრიზებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ,,განსაკუთრებით დასაფასებელია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი - პედაგოგები, რადგან ისინი ამ ქვეყანას უზრდიან მომავალ თაობას. ჩვენ შევეცადეთ ყურადღება გამოგვეჩინა და მადლიერება გამოგვეხატა მათ მიმართ. ვფიქრობთ, რომ გამოგვივიდა. მასწავლებლებს ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეკრებილთა წინაშე ქალთა ანსამბლი ,,კესანე“ წარდგა. მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ასევე ნელი გეგეშიძის ფონდი და ,,ვითიბი ბანკი“.