გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იური ნოზაძემ სამცხე-ჯავახეთში სამეცნიერო-კვლევითი და ჯიშთა გამოცდის ბაზები დაათვალიერა

27-08-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახურის და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჩიანის ბაზაზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით, ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო (CIMMYT - ICARDA) სანერგეებიდან გამორჩეულ თავთავიანი კულტურათა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს ახორციელებს.


განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის ენდემური სახეობის „დიკა“ და ადგილობრივი ჯიშების „ახალციხის წითელი დოლის პური“, „შავფხა“, „ჯავახეთის დიკა“, „კორბოულის დოლის პური“ საბაზისო სათესლე მასალის მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომელიც სერთიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების წინაპირობაა.


აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახურის საქმიანობაც, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის, სამცხე ჯავახეთში, საშემოდგომო, საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ხორბალი), კარტოფილის ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გამოცდას წლებია წარმატებით ახორციელებს. სამსახურების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების, შესწავლა, გამოცდა, გამოვლენა და შემდგომი გავრცელებისათვის ეროვნულ კატალოგში შესატანად რეკომენდაციის გაწევა.


„აგრარული სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მარცვლეული, კარტოფილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი პერსპექტიულ ჯიშების შერჩევა, გამოცდა, მათი სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება და ფერმერებში გავრცელება, რაც მაღალი, ჯანსაღი, მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ საყურადღებოა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორცილებული ფართომასშტაბიანი სამეცნიერო და პრაქტიკული სამუშაოები“, - განაცხადა იური ნოზაძემ.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ცენტრის მმართველობაში არსებულ შპს „ ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულის“ დირექტორ იოსებ ბასილიასთან და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სელექციური მიღწევების ეროვნული გამოცდის სამსახური უფროს გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად, ვაჩიანის ბაზაზე არსებული საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთები, ტექნიკა, მანქანა იარაღები, მარცვლეული კულტურების, კარტოფილის სათესლე და სარგავი მასალის წარმოება-შენახვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამომავლო საქმიანობებზე იმსჯელეს.