გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი მდინარე ნოღელაზე ხიდის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

25-10-2018

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია სოფელ ონტოფოში, მდინარე ნოღელაზე საჭაპანე ხიდის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ახალი ხიდის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.


„არსებული ძველი ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს.


განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული საჭაპანე ხიდი სოფელს სახნავ-სათეს სავარგულებთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 40 197 ლარია“, -ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.


სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. სამუშაოებს ს.ს. „არქეოპოლისი“ ასრულებს.


ipn.ge