25-10-2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლო ამავე გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.