გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გრეტა წიწავა ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება - ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს

5-09-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გრეტა წიწავა „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება, რომელიც წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის მიერ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა.


მისი თქმით, ზემოთ ხსენებული ტრაგედიის თანამონაწილეა „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა.


„ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება -ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს. ამ ტრაგედიის თანამონაწილეა ნაცმოძრაობასთან აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა. ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას...“, - წერს გრეტა წიწავა.