გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მდინარაძე გიგიაძის გარდაცვალებაზე: მძიმე შემთხვევაა, „ნაცი“ და „ნაცური“ პროპაგანდა კლავს

5-09-2024

ძალიან მძიმე შემთხვევაა. „ნაცი და „ნაცური“ ფაშისტური პროპაგანდა კლავს. ისინი ფიზიკურად ახერხებდნენ ამას თავის მმართველობის პერიოდში და ახლა ხდება ეს სიტყვით, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოფელ გეგუთში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა.

მდინარაძის თქმით, „ნაცური“ პროპაგანდა კლავს.


„შემიძლია გავიხსენო 2003 წლის ფაქტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მსგავსად მოკლა პოლიციელი, როდესაც უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, ის პოლიციელი გარდაიცვალა ადგილზე, თუ სწორად გვახსოვს. 2020 წელს, ოთხი წლის წინ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ერთკვირიანი, ფაშისტური, ნაცური ბულინგის შედეგად გარდაიცვალა. ცოტა დავფიქრდეთ ყველა, რისთვის ვკლავთ ერთმანეთს. „ნაცური“ პროპაგანდა კლავს.


ყველა აღშფოთებული მოქალაქის უკან აღმოჩნდება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ ბინძური აქტივისტი და ეს პროპაგანდა კლავს, ამ პროპაგანდამ მოკლა გუშინ ერმილე გიგიაძე. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ასეთი აღშფოთებული მოქალაქე აღმოჩნდება, იქ არის მატყუარა „ნაცი“, რომელიც ძალით იბრაზებს თავს. ახლა ჭყიპინათი სურთ პროპაგანდის მსხვერპლი ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გადაფარვა, არ გადაგაფარინებთ“, - დასძინა მდინარაძემ.